Snoop Dogg

Wednesday, November 12, 2008

ინფო:
სახელი: კელვინ კორდოსარ ბროადუს-უმცროსი
დაბადების თარიღი:1972წ. 20 ოქტომბერი (სასწორი)
დაბადების ადგილი: აშშ. კალიფორნია, ლონგ ბიჩი.
დებიუტი:1991წელს ფილმ Deep Cover-ის საუნდორეკი.

რატომ დაერქვა მას სნუპი?!
ბავშვობაში კელვინს ხშირად სცემდნენ, პირველ რიგში იმიტომ რომ დანარჩენ ზანგ ბავშვებს არ ჰგავდა, მეორე რიგში იმიტომ რომ ხშირად სხვის საქმეში ჰყოფდა ცხვირს. სკოლაში სიარულის ნაცვლად მთელი დღეები ტელევიზორს უყურებდა. ყველაფერი კი მისი საყვარელი მულტფილმის peanuts-ის დამსახურება იყო.დედამ მალევე შეამჩნია მსგავსება კელვინსა და მულტფილმის პერსონაჟ სნუპ დოგი დოგს შორის და მოფერებით სნუპის ეძახდა, რაც თარგმანში ცნობისმოყვარეს ნიშნავს. ეს სახელი ბიჭუნას ბოლომდე შერჩა. იმ ეკლესიის მოძღვარიც კი ასე ეძახდა, სადაც კელვინი გუნდში მღეროდა.

შავი პიარი
სკოლის დამთავრების შემდეგ სნუპმა პოლიტექნიკურ კოლეჯში ჩააბარა. თუმცა ნარკოტიკებისა და იარაღის გარდა არაფერი აინტერესებდა. ციხე, ქუჩა, ციხე, ქუჩა, ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სასაცილოა, მაგრამ სნუპი მიკროფონსაც ისევე კარგად შეეწყო, როგორც იარაღს. პირველი ჩანაწერი თავის მეგობარ, უორენ ჯის მისცა,რომელიც დიქტორ დრეს ნახევარძმა იყო. “შესანიშნავია” თქვა დრემ და სნუპს ერთად მუშაობა შესთავაზა. მან ახალგაზრდა რეპერს ხმის ჩამწერ კომპანია Death Row-სთანაც მოუგვარა საქმე. სადებიუტო ალბომ Dogistile-ს გამოსვლისთანავე სნუპი პოლიციამ დაიჭირა. ის 1993-წელს პირდაპირ MTV-ის დაჯილდოებიდან, წითელი ხალიჩიდან წაიყვანეს. მას კონკურენტი დაჯგუფების წევრის, ფილიფ უოლდერმერინის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. ადვოკატებმა მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლეს. ამ ყველაფერმა რეპერს კარგი რეკლამა გაუკეთა.მართალია, მეორე ალბომი პირველზე ნაკლებად გაიყიდა, მაგრამ მაინც კარგი შემოსავალი მოიტანა.

კინოვარსკვლავი!
ის ფილმები უფრო მეტია, რომელშიც სნუპს უთამაშია, ვიდრე მისი ალბომები. სნუპს ძალიან უყვარს კინო და ეპიზოდურ როლებზეც არ ამბობს უარს. საერთო ჯამში სნუპ დოგმა 30-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა. ასევე არის რამდენიმე ფილმის რეჟისორიც.

თაკო ლიპარტელიანი VIდ